მინდა, ჩინური კერძების მოყვარულებს, გაგიზიაროთ ჩემთვის უსაყვარლესი – გულაო, ბრინჯი და კიტრის სალათის რეცეპტი.
გულაო – ნახევარ კილო ქათმის ფილეს ვჭრით წვრილად, ვაყრით მარილს და სულ ცოტა წიწაკას. ვასხამთ 2-3 სუფრის კოვზ ათქვეფილ კვერცხს, ვასხამთ 4-5 კოვზ ჩვეულებრივ ცომს, ვურევთ და ვყრით ცალკეულად გახურებულ ზეთიან ტაფაზე და ვწვავთ.
სოუსი : საჭიროა ორნაირი კეჩუპი: ჩილი და ჩვეულებრივი. 6 სუფრის კოვზ ჩვეულებრივ კეჩუპს ვუმატებთ 2 სუფრის კოვზ ჩილი-კეჩუპს, შემდეგ ვაწურავთ ნახევარ ფორთოხალს, ნახევარ ლიმონს, ვამატებთ 3 კოვზ თაფლს და ვურევთ კარგად. შემდეგ ვამატებთ ანანასის წვენს, დაახლოებით ნახევარ თურქული ყავის ჭიქას.
მომზადებულ სოუსს ვასხამთ ცალკე ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე ვურევთ და ვუმატებთ თბილ წყალში გახსნილ 2 ჩაის კოვზ სიმინდის სახამებელს, რომ სოუსი შეიკრას. შემდეგ სოუსს ვუმატებთ მსხვილად დაჭრილ ხახვს, წითელ და მწვანე ბულგარულს. 2-3 წუთით ტაფას ვახურავთ თავს და შემდეგ ვამატებთ ქათამს და ანანასს. ვურევთ ცოტა ხანს და კერძიც მზადაა.
ბრინჯი – ორი დიდი ჭიქა ბრინჯი უნდა გავრეცხოთ კარგად, მოვათავსოთ ქვაბში, დავამატოთ ორჯერ მეტი ოდენობის წყალი, და დავტოვოთ უცვლელად წყლის ამოშრობამდე. შწმდგომ გადაგვაქვს საწურში და ვავლებთ ცივ წყალს. ცალკე გადურებულ ტაფაზე ვდებს კარაქს, ვახლით ორ ცალ კვერცხს, ვაყრით მარილს და ვურევთ დაფშვნილად შეწვამდე, შემდეგ ვამატებთ 8-10 ღერ დაჭრილ მწვანე ხახვს, ორ ცალ გახეხილ სტაფილოს და ბრინჯს. სურვილისამებრ შწგვიძლია დავამატოთ ზღვის კოქტეილი. მარილი და პილპილი გემოვნებით.
კიტრის სალათი ჩილის სოუსში- კიტრი უნდა დაჭრათ წვრილად, ჩილის სოუსში შეურიეთ სოიოს სოუსი, 2 კოვზი ზეითუნის ზეთი, 1-2 კბილი ნიორი დააჭყლიტეთ, 2 სუფრის კოვზი ძმარი, შემდეგ კიტრი აურიეთ სოუსში და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
