აჭარული-ჩემებურად

საოცრად გემრიელი და განსხვავებული გემოს მქონე. რეცეპტი: ცომს ვამზადებთ – ფქვილი, წყალი, მარილი, ზეთი საფუარი. 20 წუთში ამოფუვდება და ვიწყებთ ფორმების გამზადებას ფქვილმოყრილ ჟარონაზე, შემდეგ ყველს ვხეხავთ წვრილად, ცოტა წყალს ვურევთ, ვუმატებთ წვრილად დაჭრილ პიტნას და ვათავსებთ ფორმაში. ზემოდან ვაწყობთ დაჭრილ მოცარელას. 180 გრადუსზე ვწვავთ და გამზადების შემდეგ ვაყრით წვრილად დაჭრილ ორაგულსა და სეზამის მარცვლებს.

ქათმის რულეტი

მსუბუქი, ჯანსაღი და დიეტური რეცეპტი: ქათმის ფილე უნდა დაკეპოთ კარგად, შემდეგ მარილი პილპილი და ლიმონის წვენი დაუმატოთ, ვდებთ დაჭრილ სოკოს, მწვანე ხახვს, ტარხუნას, ანანასს, ვახვევთ, ვკრავთ ძაფით, რომ არ დაიშალოს, ვავლებთ კვერცხში ვაყრით წითელ წიწაკას, ვახვევთ ფოლგაში და ვწვავთ ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთი, მომზადებამდე 5 წუთით ადრე ვიღებთ, ვალაგებთ თხლად სულგუნს და ვაცდით გადადნობამდე….

ჩიქ-N როლი

ჯანსაღი და ძალიან სასიამოვნო არომატის მქონე კერძი! რეცეპტი: დაჭერით ქათმის ფილე წვრილად, დაყარეთ ტაფაზე და დაასხით ორი ჭიქა წყალი, დაახურეთ თავზე და დააცადეთ ამოშრობამდე, შემდეგ ვაყრით დაჭრილ ხახვს და სოკოს, ვუმატებთ ცოტა სოიოს სოუსს ვაცდით ორ წუთს და რომ შეიწოვს ფილე, ვასხამთ ნახევარ ჭიქაზე ოდნავ მეტ ანანასის წვენს და ვაცდით ამოშრობას, საბოლოოდ სოიო და ანანასის…

Penne – Mozaika

ეს არის კერძი, რომელმაც შთამაგონა ბლოგის შექმნა. პენე თეთრი ღვინით, სოკოსა და ავოკადოს კრემით. თეთრ ღვინოში ვხარშავთ პენეს. ცალ-ცალკე ვაკეთებთ სოკოსა და ავოკადოს კრემს. 150გ ნაღებში ვურევთ 1,5 ავოკადოს, ლიმონის წვენს, ოდნავ ზეითუნის ზეთს ვამატებთ, მარილს, 1 კბილ ნიორს და ვთქვეფთ. შემდგომ, 150გ ნაღებში ვურევთ 5 ცალ დაჭრილ სოკოს, მარილს, პილპილს და ვთქვეფთ. ტაფაზე ვდებთ…

Eyes wide shut – ფართოდ დახუჭული თვალები

მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირველი პასტის რეცეპტი, რომელიც ჩემს ფავორიტთა სიაში მოწინავეა. წითელ ღვინოს ვასხამთ ქვაბში, ვდგამთ ცეცხლზე და ვყრით სპაგეტს. მოხარშვის შემდგომ საწურში გადმოგვაქვს და ვავლებთ ცივ წყალს. ვამზადებთ სოუსს. 400გ ნაღებში ვურევთ ორ ცალ კვერცის გულს, 2 კბილ ნიორს ვაჭყლეტთ, ვახეხავთ სულგუნს, ვაყრით მარილს. ცალკე ვჭრით 7-8 ღერ ისპანახს, მჟაუნას და 10 ცალ სოკოს,…

Travel in China

მინდა, ჩინური კერძების მოყვარულებს, გაგიზიაროთ ჩემთვის უსაყვარლესი – გულაო, ბრინჯი და კიტრის სალათის რეცეპტი. გულაო – ნახევარ კილო ქათმის ფილეს ვჭრით წვრილად, ვაყრით მარილს და სულ ცოტა წიწაკას. ვასხამთ 2-3 სუფრის კოვზ ათქვეფილ კვერცხს, ვასხამთ 4-5 კოვზ ჩვეულებრივ ცომს, ვურევთ და ვყრით ცალკეულად გახურებულ ზეთიან ტაფაზე და ვწვავთ.სოუსი : საჭიროა ორნაირი კეჩუპი: ჩილი და ჩვეულებრივი….

First Step

მოგესალმებით მეგობრებო. ჩემი ბლოგი ემსახურება იმ კერძების გაზირებას, რომლებიც ჩემი, როგორც დამწყები კულინარის მიერ არის მომზადებული. ჩვენ ყველას შეგვიძლია შევქმნათ ის გემოები, რომლებიც ჩვენი პირის რეცეპტორებს სურთ და აკლიათ. სწორედ ასე დაიწყო ჩემი კულინარიული ნაბიჯები, თვალების დახუჭვით წარმოვიდგენდი იმას, რაც მსურდა, რომ მიმერთვა და შემექმნა. აქ კი სწორედ იმის წარმოჩენას ვაპირებ, თუ რა შევქმენი თვალების…