ჩიქ-N როლი

ჯანსაღი და ძალიან სასიამოვნო არომატის მქონე კერძი!

რეცეპტი: დაჭერით ქათმის ფილე წვრილად, დაყარეთ ტაფაზე და დაასხით ორი ჭიქა წყალი, დაახურეთ თავზე და დააცადეთ ამოშრობამდე, შემდეგ ვაყრით დაჭრილ ხახვს და სოკოს, ვუმატებთ ცოტა სოიოს სოუსს ვაცდით ორ წუთს და რომ შეიწოვს ფილე, ვასხამთ ნახევარ ჭიქაზე ოდნავ მეტ ანანასის წვენს და ვაცდით ამოშრობას, საბოლოოდ სოიო და ანანასის წვენი მიიღებს ოდნავ კარამელიზირებულ მასას და ასე გამოვა წვნიანი. ცალკე ვიღებთ მაწონს, ვურევთ ერთ ს.კ არაჟანს ვაყრით სუნელებს: ყვითელი ყვავილი, წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი. ვდებთ ლავაშს ვასხამთ მაწვნის სოუსს ვადებთ ქათმისგან მომზადებულ კერძს ვასხამთ ისევ მაწვნის სოუსს, ვუმატებთ სალსას, დაჭრილ ანანასს, ვახეხავთ სულგუნს, ვახვევთ კარგად, ვავლებთ ათქვეფილ კვერცხში და ვატოსტერებთ. დამატებით მაწვნის სოუსი შეგიძლიათ შეინახოთ და მოასხათ მირთმევის პროცესში.

Leave a comment