“Homemade” ჩიფსი

ჯანსაღი და დიეტური.
0% იანი ლავაშის ჩიფსები ჩილით შეღებილი, მეორე ნაწილი კი სვანური და ჩვეულებრივი მარილით შესუნელებული.
სოუსი: მაწონი, ერთი სუფრის კოვზი არაჟანი, გახეხილი ჩვეულებრივი და მჟავე კიტრი და მარილი .
სოუსად ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სალსა : მწიფე პომიდორს 40 წამით ვყრით ადუღებულ წყალში, შემდეგ ვაცლით კანს, ვჭრით, ვთქვეფთ ბლენდერში დაჭრილ ხახვთან ერთად, შემდეგ ვჭრით წვრილად წითელ ბულგარულს, ქინძს და ხალაპენიოს და ვამატებთ პომიდვრის სოუსს. ვასხამთ ლიმონის ან ლაიმის წვენს და ზეითუნის ზეთს, ვურევთ და მზადაა.

Leave a comment