Penne – Mozaika

ეს არის კერძი, რომელმაც შთამაგონა ბლოგის შექმნა. პენე თეთრი ღვინით, სოკოსა და ავოკადოს კრემით.

თეთრ ღვინოში ვხარშავთ პენეს. ცალ-ცალკე ვაკეთებთ სოკოსა და ავოკადოს კრემს. 150გ ნაღებში ვურევთ 1,5 ავოკადოს, ლიმონის წვენს, ოდნავ ზეითუნის ზეთს ვამატებთ, მარილს, 1 კბილ ნიორს და ვთქვეფთ. შემდგომ, 150გ ნაღებში ვურევთ 5 ცალ დაჭრილ სოკოს, მარილს, პილპილს და ვთქვეფთ. ტაფაზე ვდებთ კარაქს, ვასხამთ ორივე სოუსს, ვყრით დაჭრილ მჟაუნას, ვუმატებთ ოდნავ ლიმონის წვენს კვლავ, ვყრით პენეს, ვიღებთ თეფშზე ვაყრით გახეხილ პარმეზანს და ვუმატებთ დაფშხვნილ ქეშიუს.

Leave a comment