მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირველი პასტის რეცეპტი, რომელიც ჩემს ფავორიტთა სიაში მოწინავეა.
წითელ ღვინოს ვასხამთ ქვაბში, ვდგამთ ცეცხლზე და ვყრით სპაგეტს. მოხარშვის შემდგომ საწურში გადმოგვაქვს და ვავლებთ ცივ წყალს.
ვამზადებთ სოუსს. 400გ ნაღებში ვურევთ ორ ცალ კვერცის გულს, 2 კბილ ნიორს ვაჭყლეტთ, ვახეხავთ სულგუნს, ვაყრით მარილს. ცალკე ვჭრით 7-8 ღერ ისპანახს, მჟაუნას და 10 ცალ სოკოს, კარაქიან ტაფაზე ვყრით და შემდეგ ვასხამთ ნაღების სოუსს. ორი წუთი ვახურავთ თავზე ტაფას და შემდგომ ვურევთ ღვინისგან გაიასამნისფრებულ სპაგეტს. გადმოგვაქვს თეფშზე და ვაყრით გახეხილ პარმეზანს ან შებოლილ სულგუნს, ვუმატებთ დაფშხვნილ მარილიან არაქისს.
