მსუბუქი, ჯანსაღი და დიეტური
რეცეპტი: ქათმის ფილე უნდა დაკეპოთ კარგად, შემდეგ მარილი პილპილი და ლიმონის წვენი დაუმატოთ, ვდებთ დაჭრილ სოკოს, მწვანე ხახვს, ტარხუნას, ანანასს, ვახვევთ, ვკრავთ ძაფით, რომ არ დაიშალოს, ვავლებთ კვერცხში ვაყრით წითელ წიწაკას, ვახვევთ ფოლგაში და ვწვავთ ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთი, მომზადებამდე 5 წუთით ადრე ვიღებთ, ვალაგებთ თხლად სულგუნს და ვაცდით გადადნობამდე.
სოუსი: კეფირი, ჩაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ქინძი, ცოტა მარილი, ჩახეხილი კიტრი .
ბრინჯს ჩვეულებრივ ვხარშავთ, შეგიძლიათ სურვილისამებრ შეასუნელოთ.
